7 ვახშამი ტური ლუქსორში ოაზისი ფაუუმის მეშვეობით
7 ვახშამი ტური ლუქსორში ოაზისი ფაუუმის მეშვეობით
1 დღე:ქაირო–ოაზისი ფაიუმი.
ოაზისი დახლა – დილით ადრე ჩვენი გიდი დაგხვდებათ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან ქაიროში.მის ერთად გაემგზავრებით მომხიბლავ მოგზაურობაში ოაზის ბაჰარიაში.თუ თქვენ ისვენებთ ეგვიპტის სხვა ქალაქში ჩვენ მოვამზადებთ ტრანსფერს პირდაპირ ოაზისში.ოაზისი ფაიუმი-ეს არის უდიდესი ფართობის ოაზისი ეგვიპტეში.ქალაქი ფაუმი უძველესი ქალაქია ქვეყანაში.აქ ნახავთ ამენემჰოტეპ მე-3 პირამიდას.კიდევ ერთი ფაიუმის სიმბოლოა,რომაელების გამოგონილი,წყლის ასაზიდი ბორბლები,რომლებსაც ამოძრავებს არხის წყალი. მერე თქვენ დაათვალიერებთ ვადი-ელ-ჰიტანს-პალეონტოლოგოური ძეგლი ეგვიპტეში.აქ ცხადი ხდება ვეშაპების ევოლუციის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო – ოკეანის ეს ძუძუმწოვარი თავდაპირველად ხმელეთის ცხოველი ყოფილა. სხვაგან არსად მსოფლიოში არ მოიპოვება ამ რიცხვის, კონცენტრაციისა და ხარისხის სამარხები.სამარხები შეიძლება არ იყოს უძველესი სხვებთან შედარებით, მაგრამ ამ ტერიტორიაზე თავმოყრილია მათი დიდი რაოდენობა. ამავე დროს, იმდენად მაღალია მათი შემონახულობის ხარისხი, რომ ხელუხლებელია ზოგიერთი ჩონჩხის მუცლის შიგთავსიც კი. აღმოჩენილი სხვა უძველესი ცხოველების ნამარხები, მაგალითად ზვიგენების, ნიანგების, ხერხი-თევზების, კუების და სკაროსების, საშუალებას იძლევა გაცოცხლდეს ის ბუნებრივი გარემო და ეკოლოგიური პირობები, რომელიც მათ დროს, მილიონობით წლის წინ იყო.
სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა ფაიუმის სასტუმროში.
მე-2 დღე:ოაზისი ფაიუმი–უადი ელ–რაიანი,ოაზისი ბაჰარია.
საუზმის სემდეგ თქვენ ეწვევით უადი-ელ-რაიანის ნაკრძალს,სადაც ნახავთ ორ ტბას,ულამაზესი მწვანე ოაზისს.ზედა და ქვედა ტბის შორის – ჩანჩქერებია.ელ-მუდავარას მთის ძირში გექნებათ მოკლე გაჩერება,რათა დაათვალიეროთ უხეში ქვების და ოქროს უდაბნოს ულამაზესი ლანდშაფტი.საღამოს თქვენ ეწვევით ოაზის ბაჰარიას.
საუზმე,სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა ბაჰარიას სასტუმროში.
მე-3 დღე:ოაზისი ბაჰარია.
ოაზისი ბაჰარია-უმსხვილესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ოაზისია დასავლეთ უდაბნოში. ქალაქ ბავითში წასვლისას, ნახავთ როგორ იზრდება ძირითადი კულტურები(გუავა, მანგო, ფინიკები, ზეთისხილი) და ზოგიერთი ისტორიული ღირშესანიშნაობები.ბერძნულ-რომაული ნეკროპოლისი შეიცავს დიდი რაოდენობით სხვადასხვა მუმიებს და კიდევ ცნობილია სახელწოდებით ოქროს მუმიების ხეობა.მერე თქვენ გელით ლანჩი.აქ ასევე ნახავთ ალექსანდრე დიდის უძველეს ტაძარს,ბანეთიუს სამარხს,თავისი კარგად შემონახული ფერადი იეროგლიფებით და ნახატებით,აინ-მუფტელას ტაძარს ოთხი სალოცავით,რომლის კედლების სიმაღლე დაახლოებით ორი მეტრია და აშენდა სადღაც 2600წლის წინ.დღის მეორე ნახევარი იქნება თქვენს განკარგულებაში.
საუზმე,სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა ბაჰარიას სასტუმროში.
მე-4 დღე:შავი და თეთრი უდაბნო.
დილით ადრე თქვენ გაემგზავრებით ჯიპებით შავ უდაბნოში თავისი მრავალი კლდეებით და ბორცვებით,რომელიც დაფარულია შავი ბაზალტით.შემდეგ თქვენი გზა გაივლის ეგვიპტის ეროვნულ პარკში ,თეთრ უდაბნოში.უძველეს დროს ეს უდაბნო იყო ოკეანის საგები, მაგრამ მას შემდეგ, რაც წყალმა ჩამოიწია, დარჩა ჯვაროსნული ფორმები,უცნაური სილამაზის პეიზაჟები.ამ უნიკალურ ლანდშაფტს თქვენ ვერ იპოვით ვერსად.
საუზმე,სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა კარავში.
მე-5 დღე:ოაზისები ფარაფრა და დახლა.
საუზმის შემდეგ, თქვენ გაემგზავრებით ფარაფრას ოაზისში.აქ ნახავთ აყვავებულ პალმების ბაღებს და ხილის ხეებს, ცხელ წყაროებს, ფერმერების სახლებს და ადგილობრივ მხატვარ ბადრის სპეციალურ მუზეუმს.ის მუშაობს თიხით, ქვიშით,ქვით,ქმნის სკულპტურებს და ნახატებს,სადაც ასახავს ოაზისის ტრადიციულ ცხოვრებას .საუზმის მერე თქვენ გაემგზავრებით დახლას ოაზისში-უზარმაზარი მწვანე ფართობი,გარშემორტყმული ვარდისფერი კლდეებით.აქ თქვენ ეწვევით ალ-კასრს.ეს არის ისლამური გამაგრებული დასახლება, სადაც ყველაზე კარგად შემონახულია სხვადასხვა შენობები (სახლები, მეჩეთი, ქარხნები, და სახელოსნოები). აქ სასტუმროში თქვენ გაატარებთ ღამეს.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში. ღამისთევა დახლას სასტუმროში.
მე-6 დღე:დახლას და ხარგას ოაზისები.
საუზმის მერე თქვენ გაემგზავრებით რომაელების ტაძრის ნანგრევებთან დეირ-ელ-ხაჯართან.ის აშენებულია ქვიშაქვებიდან და მის კედლებზე კარგად შემონახულია საინტერესო იეროგლიფები,მიძღვნილი სამების სამ წევრს – ღმერთ ამონს,მის მეუღლეს მუტს და შვილს ხონსუს.შემდეგ თქვენ დაათვალიერებთ კარატ-ელ-მუზავაკას ნაკრძალს,ფერადად გაფორმებული სამარხებით, რომელიც იღებს სათავეს ბერძნულ-რომაულ პერიოდიდან.შემდეგ თქვენ ეწვევით ნაწილობრივად განადგურებულ უძველეს ორ ქალაქს- ბუჩულას და კალამუნს,რომელიც თარიღდება შუა საუკუნეებით.ლანჩის მერე თქვენ გაემგზავრებით ხარგას ოაზისში,სადაც დაათვალიერებთ გიბისის ტაძარს და ბაგავატს.ბაგავატი არის უძველესი ქრისტიანული ნეკროპოლისი,რომელშიც დაახლოებით 200 სამლოცველოა თავისი სამარხებით.ვახშამი გექნებათ დახლას სასტუმროში.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში. ღამისთევა ხარგას სასტუმროში.
მე-7 დღე: ხარგა–ლუქსორი
საუზმის შემდეგ თქვენ ეწვევით კასრ-დუშს თავისი ციხით და კარგად შემონახული ტაძრით,აშენებულს ბერძნულ-რომაულ პერიოდში.თავის დროს ეს იყო მნიშვნელოვანი ადგილი,სადაც სავაჭრო-საქარავნო გზა გადიოდა.შემდეგ თქვენ ეწვევით კასრ-ელ-ლაბახას ნარჩენებს.ეს იყო რომაული გამაგრებული დასახლება.ლანჩის მერე თქვენ დატოვებთ დახლას ოაზისს და გაემგზავრებით ლუქსორში.
ფასში შედის:
- ტრანსფერი ყველა მითითებულ ადგილას კომფორტული ავტომანქანით.
- გიდი
- შესასვლელი ბილეთები ყველა მითითებულ ადგილას.
- სასტუმროებში განთავსება
- წყალი და გამაგრილებელი სასმელები.
ფასში არ შედის:
- გიდის და მძღოლის მომსახურების პროცენტები
- პირადი ნივთები,კვება,სასმელები და მომსახურება რომელიც არ არის მითითებული პუნკტში ‘’ფასში შედის“.
- დამატებითი ღონისძიებები.
- ეროვნული და შიდა ფრენები.
- ვიზა