2 დღიანი ჯიპ-საფარი და ტრეკინგი ოთხი უდაბნოს გავლით
This is custom heading element
1 დღე:ფერადი კანიონი–უადი გაზალა–სოკო მთა–აინ ხუდრა.
ოთხი უდაბნოს გავლით – დილით ადრე ჩვენი გიდი დაგხვდებათ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან შარმ-ელ-შეიხში,დაჰაბში,ტაბაში ან ნუვეიბაში.თუ თქვენ ისვენებთ ეგვიპტის სხვა ქალაქში ჩვენ მოვამზადებთ ტრანსფერს პირდაპირ სინაის ნახევარკუნძულზე.
ჯიპებით ტქვენ გაემგზავრებით ფერად კანიონში.კანიონის კლდეები არის არაჩვეულებრივად ლამაზი.მას აქვს მრავალფეროვანი ფორმები და მრავალი სხვადასხვა ფერები,და ამიტომაც ქვია ფერადი.რა თქმა უნდა კანიონზე ასვლა არ არის ადვილი,მაგრამ ნუ გეშინიათ ჩვენი გიდი იქნება თქვენს გვერდით და დაგეხმარებათ ნებისმიერ მომენტში.მერე თქვენ გაემგზავრებით ცნობილ უადი გაზალასთან.ეს არის ყველაზე გრძელი ხეობა სინაის ნახევარკუნძულზე.ასევე თქვენი გზა გაივლის ცნობილ სოკო-მთასთან, საოცარი კლდის ფორმირება სოკოს ფორმით.და ბოლოს ნახავთ ოაზის აინ ჰუდრას.ის გარშემორტყმულია მრავალრიცხოვანი პალმის ხეებითა და წყაროებით.აქ თქვენ შეგიძლიათ იბანაოთ, და აქვე გაატარებთ ღამეს.
საუზმე და სადილი შედის ფასში.
მე-2 დღე:თეთრი კანიონი–კანიონი არადა
მერე გზას გააგრძელებთ თეთრ კანიონში, რომელმაც მოიპოვა თავისი სახელი შთამბეჭდავი თეთრი კლდეებისაგან.მოგვიანებით გააგრძელებთ გზას არადას კანიონში,რომელიც ცნობილია თავისი უცნაური ფორმის კლდეებით.საღამოს თქვენ დაბრუნდებით სასტუმროში.ამით ჩვენი პროგრამა მთავრდება.
ფასში შედის:
- ტრანსფერი სასტუმროდან/ში კომფორტული ავტომანქანით.
- შესასვლელი ბილეთები ყველა მითითებულ ადგილას
- ღამისთევა კარავში
- გიდი.
- წყალი და გამაგრილებელი სასმელები.
ფასში არ შედის:
- გიდის და მძღოლის მომსახურების პროცენტები.
- პირადი ნივთები,კვება,სასმელები და მომსახურება რომელიც არ არის მითითებული პუნკტში ‘’ფასში შედის“.
- დამატებითი ღონისძიებები.
- საერთაშორისო და ეროვნული ფრენები.
- ვიზა.