ორდღიანი მოგზაურობა ლუქსორში
ორდღიანი მოგზაურობა ლუქსორში
ლუქსორი – ჩვენი მძღოლი მოგაკითხავთ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან ხურგადაში.თქვენ რომ იცნოთ ჩვენი მძღოლი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით.ლუქსორში ჩასვლამდე თქვენ შეგიძლიათ გაერთოდ ეგვიპტის ლანდშაფტით.რათქმაუნდა გზაში ჩვენ გექნება რამდენიმე გაჩერება თქვენ როცა დაგჭირდებათ.
თქვენი მოგზაურობა დაიწყება ნილოსის დასავლეთ სანაპიროდან,სადაც დაინახავთ მემნონის კოლოსებს,ამენხოტეპ მესამეს გიგანტურ ქანდაკებას.
თავის დროზე ქანდაკებები იცავდნენ მეფის ტაძარს,რომელიც კარნაკის ტაძარზე საკმაოდ დიდი იყო,მაგრამ დღემდე არ შემორჩა.
შემდეგი გაჩერება გექნებათ მეფეთა ველში.ეს არის ადგილი სადაც 500წლის მანძილზე უძველესი ეგვიპტელები კრძალავდნენ მეფეებს.აქ იყო ნაპოვნი თავის დროს ცნობილი ადამიანების და ფარაონების მუმიები.კლდეებზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ფერადი ნახატები და იეროგლიფები.
მოემზადეთ კიდევ ერთი აღმოჩენისათვის-დედოფალი ხატშეფტსუტის ტაძარი.ერთ ერთი ქალი ფარაონი,რომელიც წარმატებით მართავდა ეგვიპტეს 15წელის განმავლობაში და თავისთვის შექმნა უზარმაზარი ტაძარი.
ამის მერე თქვენ ეწვევით მედინეთ-ჰაბუს.ეს არის რამზეს 2 ერთადერთი მემორიალური ტაძარი.ტაძრის ფასადი გაფორმებულია რამზეს 2 კანდაკებებით.ამ ქანდაკებებში გამოსახულია თავად რამზეს მე-2,ოსირისის ატრიბუტებითა და ფორმით.კედელზე, მიახლოებით7000კვ.მ. უამრავი იეროგლიფებია,რომლებიც გვიყვება ჩვენ ეგვიპტის ისტორიას.მაგალითად რამზეს 2 გამარჯვებას მის მტრებზე,ზღვის ხალხზე,რომლებიც ემუქრებოდენ ეგვიპტეს ძველ დროს.
მერე კი თქვენ გექნებათ საკმარისი თავისუფალი დრო,რომ დაათვალიეროთ თანამედროვე ლუქსორი,გაისეირნოთ მაღაზიებში ან დაისვენოთ კაფეში.თუ გექნებათ სურვილი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ საღამოს შოუ პროგრამა კარნაკის ტაძარში,რომელიც გადაგიყვანთ თქვენ ათასი წლის წინ ძველ ეგვიპტეში.
მე-2 დღე:
თქვენ გაემგზავრებით აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც თქვენ გელით კარნაკის ტაძარი. ერთ ერთი ყველაზე უჩვეულო ტაძარი მსოფლიოში, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში არის საოცრად კარგ მდგომარეობაში.თქვენ გექნებათ საკმარისი დრო იმისათვის, რომ შეისწავლოთ ეს არაჩვეულებრივი ისტორიული ძეგლი.ტაძრის უკან თქვენ ნახავთ წმინდა ტბას და სხვადასხვა სალოცავებს.იქვე თუ იპოვეთ წმინდა ხოჭო,ლეგენდის მიხედვით უნდა მოუაროთ მას სამჯერ და თქვენი სურვილი აუცილებლად შესრულდება.
კარნაკის ტაძრის მერე თქვენ გელოდებათ ლანჩი ადგილობრივ რესტორანში.შუადღის მერე თქვენ დაათვალიერებთ ლუქსორის ტაძარს.ეწვიეთ ამ საინტერესო ადგილს და აღმოაჩინეთ არამხოლოდ ფარაონების ნანგრევები არამედ ალექსანდრე დიდის,რომაელების და პირველი ქრისტიანების ნაკვალები,რომლებიც შეცვალეს ეს ტაძარი თავისი გემოვნებით.ტაძრის ეზოში თქვენ ნახავთ მუსლიმანურ მეჩეთს,რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.
ტაძრის მერე თქვენ გექნებათ თავისუფალი დრო,რომ გაისეირნოთ სანაპიროზე და თუ გადაიხდით ზედმეტ თანხას აფრებიანი ნავით შეგიძლიათ გაისეირნოთ ნილოსის მეორე ნაპირზე.
საღამოს თქვენ დაბრუნდებით თქვენს სასტუმროში.
ეს ტური ტარდება ყოველდღიურად.
ფასში შედის:
- ტრანსფერი სასტუმროდან/ში ლუქსორში კომფორტული ავტომანქანით.
- გიდი.
- შესასვლელი ბილეთები
- სადილი პირველ და მეორე დღეს ადგილობრივ რესტორანში.
- ვახშამი პირველ დღეს და საუზმე მეორე დღეს.
- წყალი და გამაგრილებელი სასმელები
- სასტუმროში განთავსება.
ფასში არ შედის:
- გიდის და მძღოლის მომსახურების პროცენტები
- პირადი ნივთები,კვება,სასმელები და მომსახურება რომელიც არ არის მითითებული პუნკტში ‘’ფასში შედის.
- დამატებითი ღონისძიებები,რომლებიც არ არის მითითებული „ფასში შედის“.
- საერთაშორისო და ეროვნული ფრენები
- ვიზა