ორდღიანი მოგზაურობა ასუანში და აბუ-სიმბალში.
ორდღიანი მოგზაურობა ასუანში და აბუ-სიმბალში.
ჩვენი მძღოლი მოგაკითხავთ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან მარსა ალამში.თქვენ რომ იცნოთ ჩვენი მძღოლი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით.ასუანამდე თქვენ შეგიძლიათ გაერთოდ ეგვიპტის ლანდშაფტით.რათქმაუნდა გზაში ჩვენ გვექნება რამდენიმე გაჩერება,თქვენ როცა დაგჭირდებათ.
ჩვენი ვიზიტი ასუანში დაიწყება ასუანის კაშხალით. ეს არის უზარმაზარი შენობა,რომელიც ყოფს ერთ -ერთ უმსხვილეს მდინარეს მსოფლიოში.კაშხალის მშენებლობა დაიწყო 1960 წელს და 10 წელი დასჭირდა დასრულებას.მისი სიმაღლეა 111მ.ეს მართლაც საინჟინრო სასწაულია. მდინარე ნილოსზე აგებული ასუანის კაშხალის შედეგად შეიქმნა ხელოვნური ტბა-ნასერის წყალსაცავი.
ქალაქის შესასვლელში, ჩვენ ვეწვევით ღია ცის ქვეშ მუზეუმს – ასუანის უძველესი გრანიტის კარიერებს.ჩვენი გიდი მოგიყვებათ,ფარაონების დროს ეგვიპტელებმა როგორ იპოვეს გრანიტი და გამოიყენეს მთელ ქვეყანაში.წარმოიდგინეთ უძველესი ეგვიპტელების უნარი,რომლებიც მუშაობდნენ ამ კარიერებზე,და შემდეგ გადაჰქონდათ ეს ქვის მასიური ბლოკები შორეულ მანძილებზე-მაგალითად პირამიდებზე,700კმ ასუანიდან. აქვე თქვენ იხილავთ დაუმთავრებელ ობელისკს. ეს ობელისკი მიტოვებული იყო, რადგან მუშაობის დროს გაიბზარა. მაგრამ დამთავრებული რომ ყოფილიყო,ეს იქნებოდა ყველაზე დიდი ობელისკი მსოფლიოში.
კაშხალის მშენებლობამ გაანადგურა უამრავი უძველესი ძეგლები.მათი გადარჩენისათვის ზოგიერთი ისტორიული ძეგლები დაშალეს,და აღადგინეს მაღალ ადგილებზე.ერთ-ერთი მათგანი იყო ფილეს ტაძარი,რომელიც აშენებულია პტოლემაიოსთა მიერ, და ეძღვნება ქალღმერთ ისიდას.ტაძარი აშენდა მე 4 საუკუნეში,თუმცა მერე რამდენიმეჯერ გადაკეთებული იყო. ტაძარს ძირითადი არქიტექტურული სტილი კვლავ ეგვიპტური აქვს, მაგრამ მაინც იგრძნობა ბერძნული კულტურის გავლენა.
მერე კი გაემგზავრებით ტრადიციული აფრებიანი ნავით კიტჩენერის კუნძულზე.გზად გაივლით აღა-ჰანის მავზოლეუმს და თავადების სამარხებს,აღმოაჩენთ შუა მდინარეში პატარა სამოთხეს-ბოტანიკურ ბაღს,უამრავი ეგზოტიკური ხეებით და მცენარეებით.
პროგრამის ბოლოს თქვენ გელით კიდევ ერთი კუნძული-ელეფანტინეს კუნძული.უძველეს დროს აქ იყო ციხე,რომელიც აღნიშნავდა საზღვარს ეგვიპტეს და ნუბიის შორის.ასევე თქვენ ნახავთ უძველესი ქალაქის აბუს ნარჩენებს,რომელიც დაარსდა 5000 წლის წინ,ხნუმის და სატეტის ტაძრების ნანგრევებს, წმინდა ცხვრების ნეკროპოლისს და გაისეირნებთ ნუბიის სოფელში,რომელიც დღემდე მდებარეობს კუნძულზე.
საღამო იქნება თქვენს განკარგულებაში.შეგიძლიათ გაემგზავროთ ლაზერულ შოუ პროგრამაზე ფილეს ტაძარში.
მე-2 დღე.
საუზმის მერე თქვენ ეწვევით აბუ-სიმბალის ტაძრებს.ნასერი ტბის დასავლეთ ნაპირზე, მდინარე ნილოსის მარცხენა სანაპიროზე ორი ძველეგვიპტური ტაძარი.აბუ-სიმბალის კლდეში ნაკვეთი დიდი ტაძარი აგებულია თავად რამზეს 2-ის განდიდებისათვის, ხოლო მეორე, შედარებით მცირე ჰატჰორის ტაძარი ეგვიპტის დიდი დედოფლის — ნეფერტარის მოსაგონრად აიგო. ორივე ტაძარი 1979წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია მოხვედრილია. რამზესისა და ჰატჰორის ეს ორი ტაძარი დღეს აღარ მდებარეობენ იქ, სადაც თავდაპირველად გამოკვეთეს კლდეში. 1968 წელს ასუანის კაშხალის მშენებლობასთან დაკავშირებით აბუ-სიმბალის ტერიტორია წყლით დაიფარა, მანამდე კი, 1963 წლიდან ძეგლთა გადასარჩენად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობდა, ტაძრები ნაწილებად დახერხეს, იმავე მიდამოებში 64 მეტრით მაღლა გადაიტანეს და ხელახლა ააშენეს.აბუ-სიმბალის დიდი ტაძარი არქიტექტურული ელემენტების მხრივ წარმოადგენს ეგვიპტური „ყველა წმინდანთა ტაძრის“ გადატანას კლდეში. კლდის ფერდობი აქ ტაძრის ჭიშკრის მოვალეობას ასრულებს. ტაძრის შიდა მხარეში საკურთხევლამდე ჩამწკრივებულია და ერთმანეთს მისდევს წარწერებითა და რელიეფებით მდიდრულად მორთული დარბაზები. საკურთხეველში ფრესკების სახით წარმოდგენილია ტაძარში თაყვანცემული ღვთაებების გამოსახულებები.
აბუ-სიმბალის დიდი ტაძრის საკურთხევლის „მზის სასწაული“ ეწოდება მოვლენას, რომელიც აქ წელიწადში ორჯერ ხდება. „მზის სასწაულის“ დროს შემოსასვლელი ჭიშკრიდან შემოსული მზის სხივები ღრმად იჭრებიან ტაძრის შიდა სივრცეში, აღწევენ უკანასკნელ ოთახამდე — საკურთხევლამდე და მასში მყოფი ოთხი მჯდომარე ქანდაკებიდან ანათებენ სამს:ამონ-რას გაღმერთებულ რამზესსა და რა-ჰორაქტს . უკიდურეს მარცხენა კუთხეში მჯდომი ქანდაკება ღვთაება პტაჰისა, რომელიც მიწის ღმერთად ითვლებოდა და დაკავშირებული იყო გარდაცვლილთა სამეფოსთან, მარცხენა მკლავის გარდა მთლიანად ბნელში რჩება.
დიდი ტაძრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 150მეტრის მოშორებით მდებარეობს ე. წ. მცირე ტაძარი, რომელიც დედოფალ ნეფერტარის განსადიდებლად ქალღმერთ ჰატჰორის სახელზეა აგებული. მცირე ტაძრის ფასადიც კლდეშია შეჭრილი. კლდეში გამოკვეთილი, პირდაპირ მიწის დონეზე ვერტიკალურად მდგარი ფიგურები, რომელთაგან თითოეულს მარცხენა ფეხი ოდნავ წინ აქვს გადმოდგმული, გვიჩვენებენ რამზეს მე2–სა და დედოფალ ნეფერტარს ჰატჰორის ფორმით. ექვსი ქანდაკება ერთმანეთისაგან გამოყოფილია სპეციალური კლდეში ნაკვეთი ტიხრებით, თითოეული ტიხარი თანაბარი ზომისაა და სიმაღლით ათ მეტრს აჭარბებს. ამ ტიხრებზე ღრმად ამოკვეთილი ეგვიპტური იეროგლიფებია გამოსახული. თანაბარი ზომისაა ასევე ფარაონისა და დედოფლის ქანდაკებებიც. ეს ნეფერტარისთვის უდიდეს ჯილდოს წარმოადგენდა, ვინაიდან ეგვიპტეში, როგორც წესი, დედოფლებს გაცილებით მცირე ზომებში გამოსახავდნენ, ვიდრე ფარაონს. ასეა მაგალითად აბუ-სიმბალის დიდ ტაძარში, სადაც ფარაონის ოჯახის წევრები რამზესის უზარმაზარი ქანდაკებების ფეხებთან მხოლოდ პატარა სკულპტურების სახით არიან წარმოდგენილნი.
თქვენ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ ადგილს!
ტაძრის მერე თქვენ გექნებათ ლანჩი ადგილორივ რესტორანში.საღამოს თქვენ დაბრუნდებით თქვენს სასტუმროში.
ფასში შედის:
- ტრანსფერი სასტუმროდან/ში ლუქსორში კომფორტული ავტომანქანით.
- გიდი.
- შესასვლელი ბილეთები
- სადილი ორი დღის განმავლობაში ადგილობრივ რესტორანში.
- ვახშამი პირველ დღეს და საუზმე მეორე დღეს.
- წყალი და გამაგრილებელი სასმელები
- ასუანის სასტუმროში განთავსება.
ფასში არ შედის:
- გიდის და მძღოლის მომსახურების პროცენტები
- პირადი ნივთები,კვება,სასმელები და მომსახურება რომელიც არ არის მითითებული პუნკტში ‘’ფასში შედის.
- დამატებითი ღონისძიებები,რომლებიც არ არის მითითებული „ფასში შედის“.
- საერთაშორისო და ეროვნული ფრენები
- ვიზა
დამატებითი ღონისძიებები:
- ლაზერული შოუ პროგრამა ფილეს ტაძარში.