მოგზაურობა კომ-ომბოს და ედფუს ტაძარში
მოგზაურობა კომ-ომბოს და ედფუს ტაძარში
კომ-ომბოს – ჩვენი მძღოლი მოგაკითხავთ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან ლუქსორში.თქვენ რომ იცნოთ ჩვენი მძღოლი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით.კომ-ომბოში ჩასვლამდე თქვენ შეგიძლიათ გაერთოდ ეგვიპტის ლანდშაფტით.რათქმაუნდა გზაში ჩვენ გექნება რამდენიმე გაჩერება თქვენ როცა დაგჭირდებათ.
ჩასვლისას თქვენ დაათვალიერებთ არაჩვეულებრივ ორმაგ ტაძარს კომ-ომბოს,რომლის ერთი ფრთა ეძღვნება ღმერთ სებეკს (ის გამოსახულია ნიანგის სახით), და მეორე -ღმერთ ჰორუსს (ის გამოსახულია შარავანდენის სახით).ტაძრის მშენებლობა დაიწყო მე-II საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე პტოლემეების მეფობის დროს.აქ აშენდა სასამართლოები,დარბაზები,ოთახები და სამლოცველო,ეს ყველაფერი ორ ეგზემპლიარად.იგი აიგო სრულყოფილი სიმეტრიით ძირითადი ღერძის გასწვრივ. ეს არ არის დამახასიათებელი ეგვიპტური ტაძრების მშენებლობაში.კედლები და სვეტები მორთულია ლამაზი რელიეფებით,რომელზეც უძველესი ეგვიპტელები მუშაობდნენ მე-III საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე,და მაინც ვერ დაასრულეს მუშაობა. ზოგან შემონახული ნახაზები გაკეთებულია იმ დროს ფერებით.
შემდეგ თქვენ დაათვალიერებთ ნილომეტრს.მისი მშენებლობა ბოლომდე არ დასრულებულა, მაგრამ ძალიან კარგად არის შემონახული სიყვარულის ქალღმერთი ხატხორის სამლოცველო.ასევე ნახავთ ნიანგების მუმიებსა და სასფლაოებს ნაპოვნს მიმდებარე ტერიტორიაზე.
ლანჩი გექნებათ ადგილობრივ რესტორანში.
ედფუს ტაძარი, ეს იქნება თქვენი მეორე გაჩერება. ეს არის ყველაზე კარგად შემონახული უძველესი ტაძარი ეგვიპტეში.იგი აიგო პტოლემეების დროს.მის მშენებლობას დასჭირდა თითქმის 200წელი და მისი შესანიშნავად დეკორირებული კედლები ჰყვება უძველესი ეგვიპტის მითებზე.ეს იყო ყველაზე დიდი ტაძარი მიძღვნილი ღმერთი ჰორუსს და ხატხორს. მისი სიგრძე დაახლოებით 137 მეტრია და სიგანე 79 მეტრი,სვეტები 36 მეტრი სიმაღლისა და შედგება ორი ციხესიმაგრედან.ორი შარავანდენი გაკეთებული შავ გრანიტისგან დღემდე იცავენ ტაძარის შესასვლელს.ტაძარი იყო დღესასწაულის ცენტრი წმინდა ჰორის საპატივცემულოდ.მისი კედლები მორთულია მდიდარი წყაროებით,რომლებიც აძლევენ ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს სრულ ინფორმაციას ტაძრის მშენებლობაზე, ასევე ბერძნულ-რომაული პერიოდის რელიგიაზე და მითებზე.
საღამოს თქვენ დაბრუნდებით სასტუმროში.
ეს ტური ტარდება ყოველდღიურად.
ფასში შედის:
- ტრანსფერი ყველა მითითებულ ადგილას კომფორტული ავტომანქანით.
- გიდი
- შესასვლელი ბილეთები ყველა მითითებულ ადგილას.
- ლანჩი
- წყალი და გამაგრილებელი სასმელები.
ფასში არ შედის:
- გიდის და მძღოლის მომსახურების პროცენტები
- პირადი ნივთები,კვება,სასმელები და მომსახურება რომელიც არ არის მითითებული პუნკტში ‘’ფასში შედის“.
- დამატებითი ღონისძიებები.
- საერთაშორისო და შიდა ფრენები
- ვიზა