მარსა ალამის ჩაყვინთვის ადგილები
მარსა ალამის ჩაყვინთვის ადგილები
მარსა ალამის ჩაყვინთვის ადგილები
შააბ აბუ დაბაბი(Shaab Abu Dabab)
ეს არის ყველაზე მსხვილი და დაშორებული სანაპიროდან რიფების სისტემა, რომელიც შედგება ექვსი ცალკე მდგომი რიფებისაგან.რიფი ითარგმნება როგორც „მამათა ნაბიჯები“.ლეგენდის მიხედვით,ღმერთმა შეჰქმნა რიფი,რომ მას შეეძლო წყალზე გავლა.. რიფები გარშემორტყმული მარჯნების ბაღებითა და მრავალფეროვანი საზღვაო წარმომადგენლებით ძალიან ფერადია.ჩრდილოეთი ნაწილი სავსეა სკაროსებით,კალმახებით,რვაფეხით, მწვანე კუებით და ზღვის ძროხებით.
ელფინსტოუნი(Elphinstone Reef)
ეს პატარა რიფი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ჩაყვინთვას,რომელიც უფრო დამახასიათებელია ღია ზღვის კუნძულებისთვის.ის გარშემორტყმულია პლატოთი,რომლის სიღრმე 100 მეტრზე მეტია.რიფის სამხრეთ ნაწილში არის უღელტეხილი თაღი(ძირის სიღრმე 62მ.,ბოლო კი 49მ.),სადაც მდებარეობს ლეგენდარული “ელფების ქვა”.ზოგიერთებს სჯერათ, რომ ეს არის ფარაონების საფლავი, მაგრამ რეალურობაში -ეს არის საიდუმლო.არსებობს სხვა ვარაუდებიც.რიფის კედლები მთლიანად დაფარულია სხვადასხვა ჯიშის კვრივი და რბილი მარჯნით.რიფის ჩრდილოეთი ნაწილი ძირითადათ პლატოა,რომლის სიღრმე დაახლოებით 53მ. ის იზიდავს ტურისტებს კატისებრი და ბოლოხერხა ზვიგენებით.ასევე რიფი მდიდარია სხვადასხვა ცხოველებით:თევზი-ნაპოლეონი,სკაროსებით და სხვა.გარდა ამისა,დელფინები და კუები ხშირად ესტუმრებიან ამ ადგილებს.რიფის წყალქვეშა სილამაზე არ დაგტოვებთ თქვენ გულგრილს.
დედალუსი ( Daedalus Reef)
ეს არის ეგვიპტის ყველაზე შორეული რიფი,გარშემორტყმული ყველა მხრიდან ციცაბო კედლით.ხელშეუხებელი მარჯნები აოცებს თავისი სილამაზით.რიფის სამხრეთ მხრიდან არის პლატო,რომლის სიმაღლეა 40მ. აქ ხშირად ხვდება ზღვის მელა და ზვიგენები.
შააბ მარსა ალამი (Shaab Marsa Alam)
ეს არის დიდი იზოლირებული ბარიერის რიფი,გახანგრძლივებული სანაპიროს გასწრივ.რიფის გარეთა მხარე შექმნილია ძლიერი მარჯნის ბლოკებით.მათ შორის მდებარეობს მარჯნის ბაღი,რომელიც ჩრდილოეთ ნაწილში გადადის ქვიშიან ხეივანში.ხეივანის ბოლოში ცხოვრობენ გველთევზები.ეს რიფი არის შესანიშნავი ჩაყვინთვისათვის,რადგან აქ ურმრავი ტროპიკული თევზებია.
მარსა შუნა (Marsa Shoona)
ეს უბე არის კარგად დახურული ჩრდილოეთ ქარებისაგან,რომლის სიღრმე დასაწყისში 10-12მეტრია.კედელი სავსეა მყარი მარჯნითა და ველური თევზებით,მათ შორის გიგანტური გველთევზები,სკაროსები,თევზი ნაპოლეონი,მწვანე კუებითა და კიდევ ზვიგენებით.
მარსა ტორომბი (Marsa Torombi)
ეკეთესი დრო ჩაყვინთვისათვის არის დილა,რადგან მერე მარჯნები და მცენარეები ჩრდილში არიან და კარგავენ თავის სიკაშკაშეს. კონცხი ჰგავს კოშკის კედელს თავისი აივნებითა და ტერასებით.სუსტი დინება იძლევა ბრწყინვალე ხილვადობას. აქ არ არის იშვიათი მწვანე კუები,მღვიმეებში და გამოქვაბულებში კი ზვიგენები.უბეს შიდა კედელი – საუკეთესო ადგილია ღამის ჩაყვინთვისათვის.
შააბ შარმი (Shaab Sharm)
ამ დიდ რიფს აქვს ჩაქუჩის ფორმა,და მდებარეობს ის მარსა ალამიდან დაახლოებით 8კმ.ის დაფარულია მარჯნით და მანდ ცხოვრობენ მარჯნის თევზები და გველთევზები.მასიური წყალქვეშა მთა, რომელიც იზრდება სიღრმედან დასაწყისში ოვალური ფორმისაა.გავრცელებული ინფორმაციით უძველეს დროს ეს იყო ვულკანი.