ერთდღიანი მოგზაურობა ფაიუმის ოაზისში
ერთდღიანი მოგზაურობა ფაიუმის ოაზისში
ფაიუმის ოაზისში – ჩვენი მძღოლი მოგაკითხავთ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან ქაიროში.თქვენ რომ იცნოთ ჩვენი მძღოლი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით.
თქვენ გაემგზავრებით ფაიუმის ოაზისში -ეს არის უდიდესი ფართობის ოაზისი ეგვიპტეში.ქალაქი ფაუმი უძველესი ქალაქია ქვეყანაში.აქ ნახავთ ამენემჰოტეპ მე-3 პირამიდას.კიდევ ერთი ფაიუმის სიმბოლოა,რომაელების გამოგონილი,წყლის ასაზიდი ბორბლები,რომლებსაც ამოძრავებს არხის წყალი.
მერე თქვენ დაათვალიერებთ ვადი-ელ-ჰიტანს-პალეონტოლოგოური ძეგლი ეგვიპტეში.აქ ცხადი ხდება ვეშაპების ევოლუციის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო – ოკეანის ეს ძუძუმწოვარი თავდაპირველად ხმელეთის ცხოველი ყოფილა. სხვაგან არსად მსოფლიოში არ მოიპოვება ამ რიცხვის, კონცენტრაციისა და ხარისხის ნამარხები.სამარხები შეიძლება არ იყოს უძველესი სხვებთან შედარებით, მაგრამ ამ ტერიტორიაზე თავმოყრილია მათი დიდი რაოდენობა. ამავე დროს, იმდენად მაღალია მათი შემონახულობის ხარისხი, რომ ხელუხლებელია ზოგიერთი ჩონჩხის მუცლის შიგთავსიც კი. აღმოჩენილი სხვა უძველესი ცხოველების ნამარხები, მაგალითად ზვიგენების, ნიანგების, ხერხი-თევზების, კუების და სკაროსების, საშუალებას იძლევა გაცოცხლდეს ის ბუნებრივი გარემო და ეკოლოგიური პირობები, რომელიც მათ დროს, მილიონობით წლის წინ იყო.
და ბოლოს თქვენ ეწვევით ბადი ელ რაიანის ნაკრძალს,სადაც ნახავთ ორ ტბას,ულამაზესი მწვანე ოაზისს.ზედა და ქვედა ტბის შორის – ჩანჩქერებია.ელ-მუდავარას მთის ძირში გექნებათ მოკლე გაჩერება,რათა დაათვალიეროთ უხეში ქვების და ოქროს უდაბნოს ულამაზესი ლანდშაფტი.
საღამოს თქვენ დაბრუნდებით თქვენს სასტუმროში.
ფასში შედის:
- ტრანსფერი სასტუმროდან/ში კომფორტული ავტომანქანით.
- გიდი
- შესასვლელი ბილეთები ყველა მითითებულ ადგილას
- სადილი.
- მინერალური წყალი და გამაგრილებელი სასმელი.
ფასში არ შედის:
- გიდის და მძღოლის მომსახურების პროცენტები.
- პირადი ნივთები,კვება,სასმელები და მომსახურება რომელიც არ არის მითითებული პუნკტში ‘’ფასში შედის.
- ვიდეო გადაღება.
- ვიზა.