დაჰშერუსის და საკარას პირამიდები
დაჰშერუსის და საკარას პირამიდები
პირამიდები – ჩვენი მძღოლი მოგაკითხავთ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან ხურგადაში.თქვენ რომ იცნოთ ჩვენი მძღოლი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით.ქაირომდე თქვენ შეგიძლიათ გაერთოდ ეგვიპტის ლანდშაფტით.რათქმაუნდა გზაში ჩვენ გვექნება რამდენიმე გაჩერება, როცა თქვენ დაგჭირდებათ.
პირველ რიგში თქვენ ესტუმრებით ეგვიპტის ძველ დედაქალაქს მემფისს.ლეგენდის თანახმად, რომელიც უკავშირდება ქურუმ მა მანეთონს, ქალაქი ფარაონმა მენესმა დააარსა დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელს. ძველი სამეფოს პერიოდში ის ეგვიპტის დედაქალაქი იყო და წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს ქალაქს ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ანტიკურ ისტორიაში.მემფისში თქვენ დაათვალიერებთ რამზეს 2_ს ძეგლს და სფინქსს. ხოლო მას შემდეგ ესტუმრებით საკარას, მემფისის უძველეს სასაფლაოს, თავისი მონუმენტურის ხვადასხვა ფორმის სამარხეებს და ყველაზე ცნობილ ჯოსერის პირამიდას.
დაჰშერუსში თქვენ გელოდებათ სამეფო სასაფლაო, სადაც არის დარჩენილი მრავალრიცხოვანი პირამიდები და სამარხები.ჯოსერის პირამიდა —ძველი ეგვიპტის ფარაონ ჯოსერის საფეხუროვანი პირამიდაა. ჯოსერის პირამიდა უძველესია ეგვიპტის პირამიდებს შორის, მისი სიმაღლე შეადგენს 62,5 მეტრს და ამ მონაცემით იგი მეცხრე ადგილს იკავებს. იგი ასევე ერთადერთი ეგვიპტური პირამიდაა რომელიც არაა კვადრატული ფორმის.ჯოსერის პირამიდა საკარას ნეკროპოლის ცენტრალური ნაგებობაა და როგორც მემფისის ნეკროპოლების ნაწილი,1979 წლიდან იუნესკოს მსოლიო მემკვიდრეობის სიაშია მოხვედრილი.
დაჰშერუსში თქვენ დაათვალიერებთ ყვლაზე ცნობილ ვარდისფერ და მოხრილ პირამიდას(ის ცნობილია მისი უცნაური ფორმით).ვარდისფერი პირამიდა არამხოლოდ ლამაზი და უცნაურია ის დღემდე ინახავს ბევრ საიდუმლოს.
შემდეგ თქვენ ნახავთ შავ პირამიდას,რომელიც სამწუხაროდ ძლიერად არის დაზიანებული.პირამიდას აქვს დაბზარული კედლები.ის არის შთამბეჭდავი,თუმცა ცოტა საშინელი,მაგრამ მისი ნახვა ღირს.
ფასში შედის:
- ტრანსფერი სასტუმროდან/ში და ქაიროში კომფორტული ავტომანქანით.
- გიდი.
- შესასვლელი ბილეთები.
- სადილი რესტორანში.
- წყალი და გამაგრილებელი სასმელები.
ფასში არ შედის:
- გიდის და მძღოლის მომსახურების პროცენტები.
- პირადი ნივთები,კვება,სასმელები და მომსახურება რომელიც არ არის მითითებული პუნკტში ‘’ფასში შედის”.
- საერთაშორისო და ეროვნული ფრენები.
- ვიზის მოსაკრებელი (ერთ კაცზე 15$, რომელსაც ადგილზე იხდით აეროპორტში).