ბანაობა დელფინების სახლთან.
ბანაობა დელფინების სახლთან.
დელფინის სახლში – ჩვენი მძღოლი მოგაკითხავთ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან მარსა ალამში.თქვენ რომ იცნოთ ჩვენი მძღოლი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით.ის მიგიყვანთ პორტში.მიახლოებით 1,5 საათი თქვენ გექნებათ თავისუფალი დრო ,სანამ ჩვენ ნავით მივაღწევთ დელფინების სახლს.ეს ლამაზი ადგილი იმით ცნობილია,რომ აქ უამრავი დელფინები ცხოვრობენ.თუ თქვენ გაგიმართლათ,თქვენ დაინახავთ ამ მომხიბლავ და განსაკუთრებით ინტელექტუალურ ცხოველებს.და თუ ამინდი კარგი იქნება თქვენ შეგიძლიათ გადახტეთ წყალში,იბანავოთ და ითამაშოთ მათთან ერთად.
აქ თქვენ გაეცნობით მათ ბუნებრივ საცხოვრებელ გერემოს.ეს ნიშნავს,რომ ისინი ცხოვრობენ თავისუფლებაში და არა აუზში.თუ ისინი მოინდომებენ თამაშს თქვენთან,ეს მოხდება მათი საკუთარი ნებით.მაგრამ არავინ მოგცემთ იმის გარანტიას,რომ დელფინებს აუცილებლად ნახავთ.გახსოვდეთ,ცუდი ამინდის დროს დელფინები აქ არ იმყოფებიან.ტუმცა არის 90% იმის შანსი,რომ იხილოთ ისინი.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ადგილი იდეალურია ბანაობისათვის.აქ შეგიძლიათ ნახოთ ლამაზი მარჯნები, უამრავი ეგზოტიკური თევზები და სხვა საზღვაო მცენარეები.ჩვენ გვექნება სამი გაჩერება,რომლის დროს თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ წითელი ზღვის წყალქვეშა სამყარო.გარდა ამისა, თქვენ შემოგთავაზებენ ლანჩს ნავზე.
საღამოს თქვენ დაბრუნდებით სასტუმროში.
ფასში შედის:
- ტრანსფერი სასტუმროდან კომფორტული ავტომანქანით.
- ბანაობის აღჭურვილობა.
- ნავით გასეირნება და სამი გაჩერება.
- გიდი.
- ლანჩი.
- წყალი და გამაგრილებელი სასმელები.
ფასში არ შედის:
- გიდის და მძღოლის მომსახურების პროცენტები.
- პირადი ნივთები,კვება,სასმელები და მომსახურება რომელიც არ არის მითითებული პუნკტში ‘’ფასში შედის“.
- დამატებითი ღონისძიებები.
- საერთაშორისო და ეროვნული ფრენები.
- ვიზა.