კრუიზი ნილოსზე :“ლუქსორი-ასუანი-ლუქსორი“ ( 8დღე-7ღამე).
კრუიზი ნილოსზე :“ლუქსორი-ასუანი-ლუქსორი“ ( 8დღე-7ღამე).
მარშრუტი და ტურის დეტალები.
დღე-1.ლუქსორი.
ჩვენ დაგხვდებით თქვენ სასტუმროს შესასვლელთან,აეროპორტში,რკინიგზის სადგურში ან ავტობუსის სადგურში.თქვენ რომ იცნოთ ჩვენი მძღოლი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით.ის მიგიყვანთ ნავსადგომზე.თქვენი პროგრამა დაიწყება მემნონის კოლოსებიდან.ეს არის ამენხოტეპ მესამეს გიგანტურ ქანდაკებები.ასევე ნახავთ მეფეთა ველს, ადგილს სადაც 500წლის მანძილზე უძველესი ეგვიპტელები კრძალავდნენ მეფეებს.მედინეთ ჰაბუსეს – რამზეს 2 ერთადერთი მემორიალური ტაძარი.ტაძრის ფასადი გაფორმებულია რამზეს 2 კანდაკებებით.ამ ქანდაკებებში გამოსახულია თავად რამზეს მე-2,ოსირისის ატრიბუტებითა და ფორმით.კედელზე, მიახლოებით7000კვ.მ. უამრავი იეროგლიფებია,რომლებიც გვიყვება ჩვენ ეგვიპტის ისტორიას.მაგალითად რამზეს 2 გამარჯვებას მის მტრებზე,ზღვის ხალხზე,რომლებიც ემუქრებოდენ ეგვიპტეს ძველ დროს.მოემზადეთ კიდევ ერთი აღმოჩენისათვის-დედოფალი ხატშეფტსუტის ტაძარი.ერთ ერთი ქალი ფარაონი,რომელიც წარმატებით მართავდა ეგვიპტეს 15წელის განმავლობაში და თავისთვის შექმნა უზარმაზარი ტაძარი.საღამო იქნება თქვენს განკარგულებაში.
დამატებითი ღონისძიებები:
- ლაზერული შოუ პროგრამა კარნაკის ტაძარში
- შოპინგი ლუქსორის დიდ ბაზარში
- ფაეტონით გასეირნება ქალაქში.
სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა ლაინერზე.
მე-2 დღე.ლუქსორი და ისნა.
საუზმის შემდეგ თქვენ გაემგზავრებით აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც თქვენ გელით კარნაკის ტაძარი. ერთ ერთი ყველაზე უჩვეულო ტაძარი მსოფლიოში, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში არის საოცრად კარგ მდგომარეობაში.მერე თქვენ დაათვალიერებთ ლუქსორის ტაძარს.ეწვიეთ ამ საინტერესო ადგილს და აღმოაჩინეთ არამხოლოდ ფარაონების ნანგრევები არამედ ალექსანდრე დიდის,რომაელების და პირველი ქრისტიანების ნაკვალები,რომლებიც შეცვალეს ეს ტაძარი თავისი გემოვნებით.და ბოლოს დაათვალიერებთ ისნას ტაძარს, ბერძნულ-რომაული პერიოდის ულამაზესი ტაძარი.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში. ღამისთევა ლაინერზე.
მე-3 დღე:ქომ–ომბო და ედფუ.
ნავზე საუზმის შემდეგ, თქვენ ეწვევით არაჩვეულებრივ ორმაგ ტაძარს კომ-ომბოს,რომლის ერთი ფრთა ეძღვნება ღმერთ სებეკს (ის გამოსახულია ნიანგის სახით), და მეორე -ღმერთ ჰორუსს (ის გამოსახულია შარავანდენის სახით).ედფუს ტაძარი, ყველაზე კარგად შემონახული ტაძარია, მიძღვნილი ღმერთ ჰორუსს,რომლის მშენებლობას დაჭირდა თითქმის 200წელი და მისი შესანიშნავად დეკორირებული კედლები ჰყვება უძველესი ეგვიპტის მითებზე.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში. ღამისთევა ლაინერზე.
მე-4 დღე:ასუანი–გასეირნება ქალაქში.
თქვენ ეწვევით ასუანის კაშხალს,ეს მართლაც მე- XX საუკუნის საინჟინრო სასწაულია და დაუმთავრებელ ობელისკს, უძველესი გრანიტის კარიერის ნარჩენებს.სადილი გექნებათ რესტორანში.მერე გააგრძელებთ მოგზაურობას კიტჩენერის კუნძულზე თავისი საოცარი ბოტანიკური ბაღით და ელეფანტინეს კუნძულზე,თავისი ცნობილი ნილომეტრით(ჭა,რომელიც უერთდება დიდ მდინარეს და გამოიყენება წყალდიდობის გაფრთხილებისათვის).ნუბიელების სოფლის უძველეს ნანგრევებს და ბოლოს, თქვენ ნახავთ ფილეს ტაძარს.კაშხალის მშენებლობამ გაანადგურა უამრავი უძველესი ძეგლები.მათი გადარჩენისათვის ზოგიერთი ისტორიული ძეგლები დაშალეს,და აღადგინეს მაღალ ადგილებზე. ერთ-ერთი მათგანი ფილეს ტაძარიც იყო.
დამატებითი ღონისძიებები:
- ლაზერული შოუ პროგრამა ფილეს ტაძარში
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში. ღამისთევა ლაინერზე.
მე-5 დღე.აბუ–სიმბალი .
საუზმის მერე თქვენ გაემგზავრებით აბუ-სიმბალში.რამზეს II ტაძრის სიმაღლე არის 30 მეტრო და ტაძრის შესასველს იცავს მისი ოთხი უზარმაზარი ქანდაკება.ტაძარი იყო მოჩუქურთმებული პირდაპირ კლდეში და იყო გაფორმებული ფერადი იეროგლიფებით და ნახატებით.ნეფერტარის ტაძარი,რამზეს II მეუღლის,დიდი ტაძრის გამარტივებული ვერსიაა.მხოლოდ აქ ნახავთ უძველესი ეგვიპტის ხელოვნების უნიკალურ მოვლენას:ტაძრის ფასადზე მეფე-დედოფლის ქანდაკებები ერთი ზომისაა.
დამატებითი ღონისძიებები:
- ლაზერული შოუ პროგრამა აბუ-სიმბალის ტაძარში.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა ლაინერზე.
მე-6 დღე:ასუანი და კომ–ომბო.
დღევალდელი დღე შეგიძლიათ გაატაროთ ლაინერზე ან შეუკვეთოთ დამატებითი ექსურსიები ასუანში ან კომ-ომბოს ტაძარში(ეს იქნება დამატებითი გადასახადი.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა ლაინერზე.
მე-7 დღე:ედფუ და ისნა
დღევალდელი დღე შეგიძლიათ გაატაროთ ლაინერზე ან შეუკვეთოთ დამატებითი ექსურსიები ედფუს და ისნას ტაძარში(ეს იქნება დამატებითი გადასახადი.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა ლაინერზე.
მე-8 დღე:ლუქსორი გამგზარების დღე.
დილას საუზმის მერე ჩვენი გიდი მიგიყვანთ აეროპორტში,რკინიგზის სადგურში ან ავტობუსის სადგურში.ამით ჩვენი პროგრამა მთავრდება.
ფასში შედის:
- ტრანსფერი ყველა მითითებულ ადგილას კომფორტული ავტომანქანით.
- გიდი
- შესასვლელი ბილეთები ყველა მითითებულ ადგილას.
- 8 დღიანი კრუიზი ნილოსზე
- წყალი და გამაგრილებელი სასმელები.
ფასში არ შედის:
- გიდის და მძღოლის მომსახურების პროცენტები
- პირადი ნივთები,კვება,სასმელები და მომსახურება რომელიც არ არის მითითებული პუნკტში ‘’ფასში შედის“.
- დამატებითი ღონისძიებები.
- საერთაშორისო და შიდა ფრენები
- ვიზა
Cancellation / Prepayment
გაითვალისწინეთ, რომ თუ გაუქმებული, მოდიფიცირებული, ან შოუ შემთხვევაში, ჯავშნის ჯამური ღირებულება დაერიცხება
Pets
ცხოველები ნებადართული არ არის
Accepted credit cards
სავიზო
სამაგისტრო ბარათი