კრუიზი ნასერის ტბაზე“ასუანი-აბუ-სიმბალი-ასუანი“ ( 8დღე-7ღამე).
კრუიზი ნასერის ტბაზე“ასუანი-აბუ-სიმბალი-ასუანი“ ( 8დღე-7ღამე).
მარშრუტი და ტურის დეტალები.
დღე 1:კალაბშას ტაძარი და ბეით–ელ–ვალი.
ჩვენ დაგხვდებით თქვენ სასტუმროს შესასვლელთან,აეროპორტში,რკინიგზის სადგურში ან ავტობუსის სადგურში.თქვენ რომ იცნოთ ჩვენი მძღოლი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით.ის მიგიყვანთ აბუ-სიმბალის ნავსადგომში.თქვენი პროგრამა დაიწყება ასუანის კაშხალიდან. მერე თქვენ გაემგზავრებით კალაბშას ტაძრების კომპლექსთან.სადაც მდებარეობს ტაძრების ნარჩენები აღდგენილი ძველ ადგილიდან.პირველ რიგში თქვენ ნახავთ კალაბშას ტაძარს,რომელიც იყო აშენებული ქვიშიდან 30წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.ის იყო მიძღვნილი ნუბიელების ნაყოფიერების ღმერთ მანდულისს.სინამდვილეში ტაძარის მშენებლობა არ იყო დასრულებული, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი უძველესი ეგვიპტის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშის მაგალითი.შემდეგ თქვენ ნახავთ ბეით-ელ-ვალის ტაძარს,აგებულს რამზეს II მიერ.საინტერესო რელიეფები დაფარული საღებავებით ჰყვება რამზეს II და უზველესი ეგვიპტის ისტორიას.და საბოლოდ, თქვენ ნახავთ მომხიბლავი კერტასის კიოსკს აგებულს რომაელების პერიოდში.მის ოთხ სვეტზე გამოხატულია ქალღმერთი ხატხორის სახე.ლანჩის მერე თქვენ დაათვალიერებთ ნუბიელების მუზეუმშ,რომელშიც 3000 მეტი ექსპონატია.
სადილი და ვახშამი შედის ფასში. ღამისთევა ლაინერზე.
მე-2 დღე:თავისუფალი დღე ლაინერზე.
დღევანდელ დღეს გავატარებთ ლაინერზე.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა ლაინერზე.
მე-3 დღე:უადი–ეს–სებიას ტაძრები.
საუზმის მერე თქვენ ეწვევით უადი-ეს-სებიას ტაძრებს.ამონ რას ტაძარი იყო აშენებული რამზეს II მიერ ნუბიელების სტილში ნაწილობრივად კლდეში და ნაწილობრივად გარეთ.აქ თქვენ ნახავთ კოშკის ნარჩენებს,ქანდაკებებს და სამ სალოცავს. მრავალრიცხოვან რელიეფებს,მათ შორის პტოლემეების და რომაელების პერიოდის.ბერძნულ-რომაული ტაძარი დაკკა მიძღვნილი სიბრძნის ღმერთს ტოტს,თავდაპირველად აშენდა როგორც პატარა ოთახი III საუკუნეში, თუმცა მოგვიანებით გაფართოვდა სხვა მმართველების მიერ.ის შედგება 12 მეტრიანი კოშკით და გაწყობილია მაღალი რელიეფებით.მახარაკას ტაძარი აშენდა რომაელების დროს და ეძღვნება ეგვიპტელ ქალღმერთს ისიდას.ის არ იყო დასრულებული.აქ თქვენ ნახავთ სასამართლოს დარბაზს,გარშემორტყმული სვეტებით სამ მხრიდან.ეს არის ერთადერთი ტაძარი ნუბიაში სპირალური კიბით,მიმავალი სახურავზე.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში. ღამისთევა ლაინერზე.
მე-4 დღე:კასერ იბრაჰიმი და აბუ–სიმბალი.
საუზმის მერე თქვენ გაემგზავრებით კუნძულზე,სადაც უძველესი ქალაქი კასერ იბრაჰიმი მდებარეობდა.ეს ტური ტარდება გემიდან,იმიტომ რომ ნაპირზე ჩასვლა აკრძალულია.მაგრამ ჩვენ მიუახლოვდებით კუნძულს ძალიან ახლო მანძილზე,რომ თქვენ ყველაფრის ნახვა შეძლოთ.მერე თქვენ ეწვევით აბუ-სიმბალის ტაძრებს.რამზეს II ტაძრის სიმაღლე არის 30 მეტრო და ტაძრის შესასველს იცავს მისი ოთხი უზარმაზარი ქანდაკება.ტაძარი იყო მოჩუქურთმებული პირდაპირ კლდეში და იყო გაფორმებული ფერადი იეროგლიფებით და ნახატებით.ნეფერტარის ტაძარი,რამზეს II მეუღლის,დიდი ტაძრის გამარტივებული ვერსიაა.მხოლოდ აქ ნახავთ უძველესი ეგვიპტის ხელოვნების უნიკალურ მოვლენას:ტაძრის ფასადზე მეფე-დედოფლის ქანდაკებები ერთი ზომისაა.
დამატებითი ღონისძიებები:
- ლაზერული შოუ პროგრამა აბუ-სიმბალის ტაძარში.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა ლაინერზე.
მე-5 დღე:თავისუფალი დღე აბუ–სიმბალში.
დღევანდელი დღე შეგიძლიათ გაატაროთ ლაინერზე ან შეისწავლოთ აბუ-სიმბალი.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა ლაინერზე.
მე-6 დღეახალი ამადა
დღეს თქვენ გაემგზავრებით ახალ ამადაში.ნასერის ტბამ გაანადგურა ეს ტაძარი.ტაძრის გადარჩენისათვის ის დაშალეს და აღადგინეს ახალ ადგილზე.ტაძარში კარგად შემონახულია ფერწერები და რელიეფები,რომელიც ჰყვება ფარაონების ცხოვრებაზე.ეს ნუბიის ყველაზე უძველესი ტაძარია.შემდეგ თქვენ ეწვევით დერის ტაძარს,რომელიც მოჩუქურთმებულია კლდეში და იყო აშენებული რამზეს II მიერ.მოგვიანებით ნახავთ პენუტის საფლავს. ერთ-ერთი საფლავი რომელიც გადაურჩა წყალდიდობას.საფლავზე დახატულია უამრავი რელიეფები,რომელიც გვიჩვენებს ამ ადამიანის ცხოვრებას.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა ლაინერზე.
მე-7 დღე:ასუანში დაბრუნება.
დღეს თქვენ დაბრუნდებით ასუანში.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა ლაინერზე.
მე-8 დღე:ასუანი–გამგზავრების დღე.
საუზმის მერე ჩვენი გიდი მიგიყვანთ აეროპორტში,რკინიგზის სადგურში ან ავტობუსის სადგურში.ამით ჩვენი პროგრამა მთავრდება.
შენიშვნა:თუ გსურთ შეგიძლიათ შეუკვეთოთ დამატებითი ექსკურსიები ასუანში.მაგალითად:ფილეს ტაძარი,დაუმთავრებელი ობელისკი,კიტჩენერის ან ელეფანტინეს კუნძული.
საუზმე შედის ფასში.
ფასში შედის:
- ტრანსფერი ყველა მითითებულ ადგილას კომფორტული ავტომანქანით.
- გიდი
- შესასვლელი ბილეთები ყველა მითითებულ ადგილას.
- 8 დღიანი კრუიზი ნასერის ტბაზე
- წყალი და გამაგრილებელი სასმელები.
ფასში არ შედის:
- გიდის და მძღოლის მომსახურების პროცენტები
- პირადი ნივთები,კვება,სასმელები და მომსახურება რომელიც არ არის მითითებული პუნკტში ‘’ფასში შედის“.
- დამატებითი ღონისძიებები.
- საერთაშორისო და შიდა ფრენები
- ვიზა
Cancellation / Prepayment
გაითვალისწინეთ, რომ თუ გაუქმებული, მოდიფიცირებული, ან შოუ შემთხვევაში, ჯავშნის ჯამური ღირებულება დაერიცხება
Pets
ცხოველები ნებადართული არ არის
Accepted credit cards
სავიზო
სამაგისტრო ბარათი