10 დღიანი ტური: ოაზისი სივა და კრუიზი ნილოსზე
10 დღიანი ტური: ოაზისი სივა და კრუიზი ნილოსზე
1 დღე:ქაირო–ოაზისი სივა.
დილით ადრე ჩვენი გიდი დაგხვდებათ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან ქაიროში.მის ერთად გაემგზავრებით მომხიბლავ მოგზაურობაში ოაზის სივაში.თუ თქვენ ისვენებთ ეგვიპტის სხვა ქალაქში ჩვენ მოვამზადებთ ტრანსფერს პირდაპირ ოაზისში.გზად გექნებათ ლანჩი.
აქ თქვენ აღმოაჩენთ საგანგებო სილამაზეს,უდაბნოს წყაროებს,ტბებსა და მწვანე ტერიტორიებს.თქვენ გელით საინტერესო გასეირნება შალის ხეობაში და სივას უძველესი ლაბირინთი.
სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამე სივას სასტუმროში.
მე-2 დღე:ოაზისი სივა. კულტურა.
სასტუმროში საუზმის შემდეგ თქვენ ეწვევით საოცრად ლამაზ ადგილს – უზარმაზარ მწვანე ტერიტორიას ტბებით და წყაროებით უდაბნოში.სივას უდაბნოში თქვენ დაათვალიერებთ უძველეს ლაბირინთს,სამარხებს მიცვალებულების მთაზე,სადაც კარგად არის შემონახული ლამაზი ფერწერები და მუმიები.შემდეგ იბანავებთ კლეოპატრას ცხელ წყაროში,ეწვევით ამონ-რას ტაძარს თავისი ცნობილი ორაკულით,რომლისგანაც ალექსანდრე დიდმა ერთხელ პასუხი მიიღო.ლანჩის წინ აუცილებლად იბანავეთ კლეოპატრას აუზში,რომლის ცხელი წყაროები იღებენ სათავეს მთებიდან.აქვე ნახავთ ამონ-რას მეორე ტაძარს.ასევე თქვენ ეწვევით ბალიადელ-რამს თავისი ბერძნულ-რომაული პერიოდის მავზოლეუმით,გამომცხვარი აგურის კედელს,რომელიც შეიძლება იყო ეკლესიის კედელი.აუცილებლად ეწვიეთ დაქრურს თავისი კირქვის მთებით,რომელშიც არსებობს დაკრძალვის გამოქვაბულები.საღამოს თქვენ დაბრუნდებით სასტუმროში.
სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა სასტუმროში.
მე-3 დღე:ოაზისი სივა. ბუნება
საუზმის მერე თქვენ მიიღებთ ნამდვილ სიამოვნებას ჯიპებით მოგზაურობის დროს ქვიშის ზღვაზე,თავისი დიდი ქვიშის დიუნებით ჩამოყალიბებული ქარის მიერ.მერე თქვენ გაატარებთ დროს ულამაზეს დიუნებთან.უკან დაბრუნებისას თქვენ ეწვევით ბირ-ვაჰიდს.ცხელი წყაროები გარშემორტყმული მწვანე პალმის ხეებით, სადაც შეგიძლიათ იბანაოთ.აქვე გექნებათ ლანჩი.რამდენიმე მეტრში არის პატარა ტბა გარშემორტყმული ქვიშის დიუნებით.შემდეგ თქვენ გაემგზავრებით ფატნასის კუნძულზე,რომელიც მდებარეობს სივას ტბაზე.აქ შეგიძლიათ იბანაოთ წყალში ან უბრალოდ დაისვენოთ.საღამოს თქვენ დაბრუნდებით სასტუმროში.
საუზმე,სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა სასტუმროში.
მე-4 დღე:ოაზისი სივა–ქაირო.
საუზმის მერე თქვენ გაემგზავრებით უკან ქაიროში.გზად გექნებათ გაჩერება ლანჩისათვის.საღამოს მატარებლით გაემგზავრებით ლუქსორში.
საუზმე,სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა მატარებელში.
მე-5 დღე:ლუქსორი.კრუიზი ნილოსზე დღე-1
საუზმის შემდეგ გაემგზავრებით ნავსადგომში.თქვენი პროგრამა დაიწყება მემნონის კოლოსებიდან.ეს არის ამენხოტეპ მესამეს გიგანტურ ქანდაკებები.ასევე ნახავთ მეფეთა ველს, ადგილს სადაც 500წლის მანძილზე უძველესი ეგვიპტელები კრძალავდნენ მეფეებს.მოემზადეთ კიდევ ერთი აღმოჩენისათვის-დედოფალი ხატშეფტსუტის ტაძარი.ერთ ერთი ქალი ფარაონი,რომელიც წარმატებით მართავდა ეგვიპტეს 15წელის განმავლობაში და თავისთვის შექმნა უზარმაზარი ტაძარი.საღამო იქნება თქვენს განკარგულებაში.
დამატებითი ღონისძიებები:
- ლაზერული შოუ პროგრამა კარნაკის ტაძარში
- შოპინგი ლუქსორის დიდ ბაზარში
- ფაეტონით გასეირნება ქალაქში.
სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა ლაინერზე.
მე-6 დღე.ლუქსორი და ისნა.კრუიზი ნილოსზე დღე მე-2.
საუზმის შემდეგ თქვენ გაემგზავრებით აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც თქვენ გელით კარნაკის ტაძარი. ერთ ერთი ყველაზე უჩვეულო ტაძარი მსოფლიოში, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში არის საოცრად კარგ მდგომარეობაში.მერე თქვენ დაათვალიერებთ ლუქსორის ტაძარს.ეწვიეთ ამ საინტერესო ადგილს და აღმოაჩინეთ არამხოლოდ ფარაონების ნანგრევები არამედ ალექსანდრე დიდის,რომაელების და პირველი ქრისტიანების ნაკვალები,რომლებიც შეცვალეს ეს ტაძარი თავისი გემოვნებით.და ბოლოს დაათვალიერებთ ისნას ტაძარს, ბერძნულ-რომაული პერიოდის ულამაზესი ტაძარი.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში. ღამისთევა ლაინერზე.
მე-7 დღე:ქომ–ომბო და ედფუ.კრუიზი ნილოსზე მე-3 დღე.
ნავზე საუზმის შემდეგ, თქვენ ეწვევით არაჩვეულებრივ ორმაგ ტაძარს კომ-ომბოს,რომლის ერთი ფრთა ეძღვნება ღმერთ სებეკს (ის გამოსახულია ნიანგის სახით), და მეორე -ღმერთ ჰორუსს (ის გამოსახულია შარავანდენის სახით).ედფუს ტაძარი, ყველაზე კარგად შემონახული ტაძარია, მიძღვნილი ღმერთ ჰორუსს,რომლის მშენებლობას დაჭირდა თითქმის 200წელი და მისი შესანიშნავად დეკორირებული კედლები ჰყვება უძველესი ეგვიპტის მითებზე.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში. ღამისთევა ლაინერზე.
მე-8 დღე :ასუანი და აბუ სიმბალი.კრუიზი ნილოსზე მე-4 დღე.
დილით ადრე თქვენ გაემგზავრებით აბუ-სიმბალში.რამზეს II ტაძრის სიმაღლე არის 30 მეტრო და ტაძრის შესასველს იცავს მისი ოთხი უზარმაზარი ქანდაკება.ტაძარი იყო მოჩუქურთმებული პირდაპირ კლდეში და იყო გაფორმებული ფერადი იეროგლიფებით და ნახატებით.ნეფერტარის ტაძარი,რამზეს II მეუღლის,დიდი ტაძრის გამარტივებული ვერსიაა.მხოლოდ აქ ნახავთ უძველესი ეგვიპტის ხელოვნების უნიკალურ მოვლენას:ტაძრის ფასადზე მეფე-დედოფლის ქანდაკებები ერთი ზომისაა.
დამატებითი ღონისძიებები:
- ლაზერული შოუ-პროგრამა ფილეს ტაძარში.
- კალაბშას ტაძარი
- წმინდა სიმეონეს ტაძარი
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა ლაინერზე
მე-9 დღე:ასუანი–გასეირნება ქალაქში.კრუიზი ნილოსზე-5 დღე
თქვენ ეწვევით ასუანის კაშხალს,ეს მართლაც მე- XX საუკუნის საინჟინრო სასწაულია და დაუმთავრებელ ობელისკს, უძველესი გრანიტის კარიერის ნარჩენებს.სადილი გექნებათ რესტორანში.მერე გააგრძელებთ მოგზაურობას კიტჩენერის კუნძულზე თავისი საოცარი ბოტანიკური ბაღით და ელეფანტინეს კუნძულზე,თავისი ცნობილი ნილომეტრით(ჭა,რომელიც უერთდება დიდ მდინარეს და გამოიყენება წყალდიდობის გაფრთხილებისათვის).ნუბიელების სოფლის უძველეს ნანგრევებს და ბოლოს, თქვენ ნახავთ ფილეს ტაძარს.კაშხალის მშენებლობამ გაანადგურა უამრავი უძველესი ძეგლები.მათი გადარჩენისათვის ზოგიერთი ისტორიული ძეგლები დაშალეს,და აღადგინეს მაღალ ადგილებზე. ერთ-ერთი მათგანი ფილეს ტაძარიც იყო.საღამოს მატარებლით გაემგზავრებით ქაიროში
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა მატარებელში.
მე-10 დღე:ქაირო
საუზმე მატარებელში.რკინიგზის სადგურიდან გაემგზავრებით სასტუმროში,ამით ჩვენი პროგრამა მთავრდება
შენიშვნა: თუ გექნებათ სურვილი ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ დამატებითი პროგრამები.
საუზმე შედის ფასში.
ფასში შედის:
- ტრანსფერი ყველა მითითებულ ადგილას კომფორტული ავტომანქანით.
- გიდი
- შესასვლელი ბილეთები ყველა მითითებულ ადგილას.
- მატარებლით მოგზაურობა ლუქსორი-ქაირო
- სასტუმროში განთავსება
- ლაინერით მოგზაურობა
- წყალი და გამაგრილებელი სასმელები.
ფასში არ შედის:
- გიდის და მძღოლის მომსახურების პროცენტები
- პირადი ნივთები,კვება,სასმელები და მომსახურება რომელიც არ არის მითითებული პუნკტში ‘’ფასში შედის“.
- დამატებითი ღონისძიებები.
- საერთაშორისო და შიდა ფრენები
- ვიზა