ხურგადას ჩაყვინთვის ადგილები
ხურგადას ჩაყვინთვის ადგილები
ხურგადას ჩაყვინთვის ადგილები
შააბ ელ ერგი (Shaab El Erg)
რიფის ჩრდილოეთ მხარეს აქვს ნალის ფორმა,სამხრეთ მხარეს ჩაყალიბდა ლაგუნა მარჯნის ბორცვებით, შესაბამისად აქედან რიფი იღებს სახელწოდებას. ჩრდილოეთ-დასავლეთ მხრიდან იზრდება რბილი მარჯნები და დელფინები ხშირად ჩნდებიან აქ. ღამის ჩაყვინთვა აქ არის ძალიან საინტერესო.
კარლეს რიფი (Carless Reef)
არა ღრმა მარჯნის კოშკები,რომლის დიამეტრი დაახლოებით 30 მეტრია,არის გემების დამტვრევის ადგილი.ჩრდილოეთ მხარეს არის ციცაბო კლდე უამრავი მარჯნის თევზებითა და ზვიგენებით.აქ ხშირად ხვდება უზარმაზარი გველთევზები,კუები,თევზი-ნაპოლეონი და მრავალი სხვა საზღვაო სამეფოდან.
პატარა გიფტუნი (Small Giftun)
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ადგილი ჩაყვინთვისათვის.კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში ხშირად ხვდება დიდი თევზები, როგორიცაა ზვიგენი,დიდი კუები, თევზი-კიბორჩხალი,თევზი-ქვა და კედლებზე – გორგონარიები.პლატოდან ჩაყვინთვის დროს შეგხვდებათ უზარმაზარი გველთევზები,კუები,თევზი-ნაპოლეონი და დილის საათებში ზვიგენებიც კი.
ფანადირის რიფი (Reef Fanadir)
ეს არის ყველაზე გრძელი რიფი ხურგადაში,რომელიც გრძელდება ჩრდილოეთიდან სამხრეთ მხარეს.იგი ჩამოყალიბდა კედლიდან და მიდის პირდაპირ ზღვაში. აქ არ არის ძლიერი დინება, ასე რომ ძალიან მოსახერხებელია ჩაყვინთვისათვის.რიფის კედლები გახდა სახლი უამრავი თევზისა და სხვა ცხოველებისთვის,როგორიცაა რვაფეხა.პლატო კი მდიდარია სკაროსებით.აქვე შეგიძლიათ ნახოთ დელფინებიც.
აბუ რამადა (Abu Ramada)
ამ რიფის ადგილები უბრალოდ ფანტასტიურია წყალქვეშა რელიეფების მრავალრიცხოვანი მარჯნების გამო.კუნძულზე არის რამდენიმე ჩაყვინთვის ადგილები, მათ შორის აბუ რამადა ხალქი (Abu Ramada Halk),რომელიც მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში.ამ ადგილზე არის რიფის ციცაბო კედელი,რომელიც ეშვება წყალში დაახლოებით 70 მეტრი სიღრმეში.წყალქვეშა სამყაროს წარმომადგენლები ძალიან მრავალფეროვანია.წყალქვეშა კანიონები – ნამდვილი ნაკრძალია პეპელა-თევზის.
შააბ საბრინა (Shaab Sabrina)
ეს არის ხანგრძლივი რიფი,რომელიც ვრცელდება დიდი გიფტუნის კუნძულიდან(Giftun Kebir) აღმოსავლეთ მხარეს.თავშესაფარი ადგილების გამო ეს რიფი ძალიან პოპულარულია ქარიშხლის დროსაც.
უმ გამარი (Umm Gamar)
ეს ადგილი არაბულ ენიდან ითარგმნება,როგორც „მთვრის დედა“,ალბათ იმიტომ,რომ კუნძული მდებარეობს ზედა რიფზე და მას აქვს ნახევარმთვარის ფორმა. ჩრდილოეთ და სამხრეთ მხრიდან რიფს აქვს მცირე პლატო რადიუსით დაახლოებით 20 მეტრი.რიფის აღმოსავლეთი მხარე წარმოიდგენს ვერტიკალურ კედელს.
ხამდა (Hamda)
ხამდა მდებარეობს დიდი გიფტუნის კუნძულზე ჩრდილოეთ ნაწილში.წყლისქვეშ მდებარეობს პლატო მძიმე მარჯნებით,რომლის სიღრმე 15 დან 35 მეტრომდეა.პლატოს ორივე მხრიდან იწყება ციცაბო კედელი და მიდის ქვემოთ სიღრმეში 50 მეტრით.აქ არის უამრავი თევზი მათ შორის ზვიგენებიც.