ნავით მოგზაურობა ტირანის კუნძულზე.
ნავით მოგზაურობა ტირანის კუნძულზე.
ტირანის კუნძულზე. – ჩვენი მძღოლი მოგაკითხავთ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან შარმ-ელ-შეიხში.თქვენ რომ იცნოთ ჩვენი მძღოლი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით.ის მიგიყვანთ თქვენ პორტში, საიდანაც ნავით გაემგზავრებით ტირანის კუნძულზე.
ტირანის კუნძული მდებარეობს აქაბის ყურესთან.იმისათვის ,რომ კუნძულს მიუახლოვდეთ, მიახლოებით ორი საათი დასჭირდება.
გზად,პირველ გაჩერებას გავაკეთებთ ცისფერ ლაგუნაში,სადაც შეგიძლიათ იბანაოთ და ისიამოვნოთ წყალქვეშა სამყაროთი.აქ არა ღრმა წყალია,ასე რომ ეს არის კარგი ადგილი ბავშვებისათვის და იმათთვის ვისაც ეშინია ბანაობა.
მეორე გაჩერება გვექნება კუნძული ტირანის სანაპირო ზოლში.აქ შეგიძლიათ შეისწავლოთ წყალქვეშა სილამაზე და თევზების სამეფო.აქვე მოვამზადებთ ლანჩს ნავზე.
უკან დაბრუნებისას ჩვენ გავაკეთებთ მესამე გაჩერებას ჩაძირულ გემთან.
რადგან ეს ექსკურსია საკმაოდ ხანგრძლივია,თქვენ გექნებათ დრო ბანაობისათვის და დასვენებისათვის ეგვიპტის მზის სხივების ქვეშ.ასევე თქვენს წინ გაიშლება ულამაზესი ხედი მეზობელ საუდის არაბეთზე ერთ მხრივ და მეორე მხრივ ეგვიპტის სანაპიროზე.
ეს მოგზაურობა იდეალურია დაივინგის მოყვარულთათვის.თუ თქვენ დაინტერესებულნი ხართ დაივინგით ჩვენ მოვამზადებთ რამდენიმე გაქვეთილს თქვენთვის.
საღამოს თქვენ დაბრუნდებით სასტუმროში შარმ-ელ-შეიხში.
ფასში შედის:
- ტრანსფერი სასტუმროდან/ში კომფორტული ავტომანქანით
- ნავით გასეირნება
- ბანაობის აღჭურვილობა
- გიდი
- ლანჩი ნავზე
- წყალი და გამაგრილებელი სასმელები
ფასში არ შედის:
- გიდის და მძღოლის მომსახურების პროცენტები.
- პირადი ნივთები,კვება,სასმელები და მომსახურება რომელიც არ არის მითითებული პუნკტში ‘’ფასში შედის“.
- დამატებითი ღონისძიებები.
- საერთაშორისო და ეროვნული ფრენები.
- ვიზა.