10 დღიანი ტური ტრეკინგი დასავლეთი უდაბნოს გავლით
10 დღიანი ტური ტრეკინგი დასავლეთი უდაბნოს გავლით
1 დღე:ქაირო–ოაზისი ბაჰარია.
უდაბნოს გავლით – დილით ადრე ჩვენი გიდი დაგხვდებათ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან ქაიროში.მის ერთად გაემგზავრებით მომხიბლავ მოგზაურობაში ოაზის ბაჰარიაში.თუ თქვენ ისვენებთ ეგვიპტის სხვა ქალაქში ჩვენ მოვამზადებთ ტრანსფერს პირდაპირ ოაზისში.ოაზისი ბაჰარია-უმსხვილესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ოაზისია დასავლეთ უდაბნოში. ქალაქ ბავითში წასვლისას, ნახავთ როგორ იზრდება ძირითადი კულტურები(გუავა, მანგო, ფინიკები, ზეთისხილი) და ზოგიერთი ისტორიული ღირშესანიშნაობები.ბერძნულ-რომაული ნეკროპოლისი შეიცავს დიდი რაოდენობით სხვადასხვა მუმიებს და კიდევ ცნობილია სახელწოდებით ოქროს მუმიების ხეობა.მერე თქვენ გელით ლანჩი.აქ ასევე ნახავთ ალექსანდრე დიდის უძველეს ტაძარს,ბანეთიუს სამარხს,თავისი კარგად შემონახული ფერადი იეროგლიფებით და ნახატებით,აინ-მუფტელას ტაძარს ოთხი სალოცავით,რომლის კედლების სიმაღლე დაახლოებით ორი მეტრია და აშენდა სადღაც 2600წლის წინ.ლანჩი გექნებათ ადგილობრივ რესტრანში.
სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა ბაჰარიას სასტუმროში.
მე-2 დღე:თეთრი უდაბნო–შავი უდაბნო.
დილით ადრე თქვენ გაემგზავრებით ჯიპებით ეგვიპტის ეროვნულ პარკში ,თეთრ უდაბნოში.უძველეს დროს ეს უდაბნო იყო ოკეანის საგები, მაგრამ მას შემდეგ, რაც წყალმა ჩამოიწია, დარჩა ჯვაროსნული ფორმები,უცნაური სილამაზის პეიზაჟები.ისიამოვნეთ ხედით კრისტალურ მთაზე და აგაბატის ხეობაზე.ამ უნიკალურ ლანდშაფტს თქვენ ვერ იპოვით ვერსად.მერე გაემგზავრებით შავ უდაბნოში,სადაც დაინახავთ უამრავ კლდეს დაფარულს შავი ბაზალტით.
საუზმე,სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა კარავში.
მე-3/5 დღე:ტრეკინგი თეთრი უდაბნოს გასწვრივ.
დღეს ჩვენი გამოცდილი გიდების ერთად თქვენ შეისწავლით თეთრი უდაბნოს საოცრებებს,მომხიბლავ პეიზაჟს უამრავი კლდის ფორმირებებითა და გაუთავებელი ქვიშით.საღამოს დაბრუნდებით ოაზის ბაჰარიაში ლანჩისთვის და აქ გაატარებთ ღამეს.
საუზმე,სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა პირველ დღეს კარავში,მეორე დღეს ბაჰარიას სასტუმროში.
მე-6,8 დღე:ტრეკინგი ოაზის სივასთან დაბრ სივას გავლით.
ცნობილი უძველესი საქარავანო მარშრუტი დაბრ სივა აკავშირებს ორ ოაზისს ბაჰარიას და სივას.ქვებისა და ქვიშის გარდა გზაზე შეგხვდებათ სხვა ადგილობრივი ბუნებრივი რესურსები: ტბები, დიუნები და კლდეები.თქვენ გაივლით ულამაზეს სიტრასთან,სადაც არის პატარა მარილის ტბა გარშემორტყმული ციცაბო კლდეებით.და ელ ნუვაიმისაში თქვენ აღმოაჩენთ პატარა ტბას, მცირე დიუნებსა და მგზავრების დაკრძალვის ადგილებს.აქვე გააკეთებთ გაჩერებას პიკნიკზე.შემდეგ ეწვევით ბაჰრეინს – უძველეს დროს ეს იყო დასახლება და ახლა – ათობით სამარხეები კლდეებში..ბოლო გაჩერება იქნება ელ-არაგი.აქ დაელოდებით ულამაზეს მზის ჩასვლას უდაბნოში.სივას სასტუმროში გაატარებთ ღამეს. რა თქმა უნდა ნაწილობრივად გზას გაივლით ფეხით,ნაწილობრივად ჯიპებით,რომ კარგად შეისწავლოთ უდაბნოს ფანტასტიური ლანდშაფტი.
საუზმე,სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა კარავში.
მე-9 დღე:ოაზისი სივა.
სასტუმროში საუზმის შემდეგ თქვენ ეწვევით საოცრად ლამაზ ადგილს – უზარმაზარ მწვანე ტერიტორიას ტბებით და წყაროებით უდაბნოში.სივას უდაბნოში თქვენ დაათვალიერებთ უძველეს ლაბირინთს,სამარხებს მიცვალებულების მთაზე,სადაც კარგად არის შემონახული ლამაზი ფერწერები და მუმიები.შემდეგ იბანავებთ კლეოპატრას ცხელ წყაროში,ეწვევით ამონ-რას ტაძარს თავისი ცნობილი ორაკულით,რომლისგანაც ალექსანდრე დიდმა ერთხელ პასუხი მიიღო.ლანჩის წინ აუცილებლად იბანავეთ კლეოპატრას აუზში,რომლის ცხელი წყაროები იღებენ სათავეს მთებიდან.აქვე ნახავთ ამონ-რას მეორე ტაძარს.ასევე თქვენ ეწვევით ბალიადელ-რამს თავისი ბერძნულ-რომაული პერიოდის მავზოლეუმით,გამომცხვარი აგურის კედელს,რომელიც შეიძლება იყო ეკლესიის კედელი.აუცილებლად ეწვიეთ დაქრურს თავისი კირქვის მთებით,რომელშიც არსებობს დაკრძალვის გამოქვაბულები.საღამოს თქვენ დაბრუნდებით სასტუმროში.
სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა სასტუმროში.
მე-10 დღე:ქაირო.
დილით ადრე თქვენ გაემგზავრებით უკან ქაიროში.ამით ჩვენი პროგრამა მთავრდება.
საუზმე შედის ფასში.
ფასში შედის:
- ტრანსფერი ყველა მითითებულ ადგილას კომფორტული ავტომანქანით.
- გიდი
- შესასვლელი ბილეთები ყველა მითითებულ ადგილას.
- სასტუმროში განთავსება
- ღამისთევა კარავში
- წყალი და გამაგრილებელი სასმელები.
ფასში არ შედის:
- გიდის და მძღოლის მომსახურების პროცენტები
- პირადი ნივთები,კვება,სასმელები და მომსახურება რომელიც არ არის მითითებული პუნკტში ‘’ფასში შედის“.
- დამატებითი ღონისძიებები.
- საერთაშორისო და შიდა ფრენები
- ვიზა