ხამატას ჩაყვინთვის ადგილები
ხამატას ჩაყვინთვის ადგილები.
ხამატას ჩაყვინთვის ადგილები
სენტ–ჯონსი.(St.Jons Reef)
ამ რიფის სისტემა წარმოადგენს წყალქვეშა მთებსა და არაღრმა რიფებს,რომლის ფართობი მიახლოებით 14 კვ.მ.ზოგიერთი რიფის თავები თითქმის აღწევენ წყლის ზედაპირს,მაგრამ წყალქვეშ არიან მნიშნელოვანი ზომის.ბევრი ადგილები ჯერ არ არის შესწავლილი,მხოლოდ 5 მათგანია.ამ ადგილის მარჯნის ბაღები არის ხელუხლებელი.ბაღის ვერტიკალურ კედელთან შეგიძლიათ ზვიგენების,კუების,თევზი-ქირურგის,თევზი-ნაპოლეონისა და რუხი ზვიგენების ნახვა.
როკის კუნძული (Rocky Island)
კუნძული არ არის დიდი (სიგრძეში 300მ, სიფართეში 140მ),ეს არის კლდე,რომლის სიღრმე 100მეტრზე მეტია.მისი კედლები დაფარულია ფერადი,რბილი და მყარი მარჯნებით.ამ ადგილის გორგონარიები იზრდებიან წარმოუდგენელი ზომის.წყალქვეშა ცხოვრება ასევე ძალიან მდიდარია: თითქმის ყველა სახის ზვიგენებით,ბარაკუდებითა და უზარმაზარი კუებით.
ზაბარგადი(Zabargad)
თარგმანში კუნძულის სახელი ჟღერს როგორც “დიდი ვეფხვის მხარე”. ეს არის ამ ადგილის ყველაზე დიდი კუნძული (ფართობი დაახლოებით 5კვ.მ.). უძველეს დროიდან დღემდე კუნძულზე დანაღმული იყო ტოპაზი,მათ შორის უნიკალური მწვანე.აგვისტოში მის პლიაჟებზე კუები დებენ კვერცხებს.სამხრეთ სანაპიროზე იწყება ქვიშიანი ფერდობი წარმოუდგენელი რაოდენობის მარჯნებით, რომელიც შედგება სხვადასხვა სახის,ფერის და ფორმის მძიმე მარჯნებიდან. მათ აქვთ უამრავი გამოქვაბულები.ეს ადგილი დასახლებულია პატარა და დიდი თევზებით,ისეთი როგორიცა სკაროსები,ზვიგენები,თევზი-ნიანგი და სხვა.აქ ნახავთ რვაფეხას,გველთევზას,კუებს.კუნძულზე არის შესანიშნავი ცისფერი ლაგუნა ფერადი მარჯნის ბაღებით.კუნძულის გარშემო დევს რამდენიმე ნანგრევები,რომელთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი.
დელფინების რიფი (Dolphin Reef ან Sataya)
ეს რიფის ბარიერი არის ძალიან რთული კონფიგურაციის.მისი სიგრძე დაახლოებით 3 კმ და სიგანე – 60 -100 მეტრომდეა. სამი ნახევრად თანდართული ლაგუნა მდებარეობს ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ რიფის ნაწილში.ჩრდილოეთ ლაგუნაში სიღრმეზე 8-10მ ქვიშის ფენების ქვეშ იყო ნაპოვნი რომაელების გემის ნანგრევები,დაახლოებით მე სამე საუკუნის.სამხრეთ ლაგუნაში მუდმივად ცხოვრობენ უდიდესი რაოდენობის დელფინები,მიუხედავად მათი სიყვარულისა,ისინი არ უშვებენ უცხო პირებს თავიანთ ტერიტორიაზე.
შააბ მაკსური (Shaab Maksur)
ეს ბარიერის რიფი ძალიან რთული ფორმისაა,მისი სიგრძე დაახლოებით 500 მეტრია, სიგანე ჩრდილოეთ მხარეს აღწევს 150მეტრს და ყველაზე ღრმაა.აქ თქვენ ნახავთ სამ მარჯნის მწვერვალს,რომლებიც დაფარულია წითელი რბილი მარჯნითა და გორგონარიებით,რომელიც მალავს რამდენიმე გამოქვაბულს.თევზებიც კი აქ მრავალფეროვანია.
შააბ მალახი(Shaab Malahi)
ეს არის ულამაზესი ლაბირინთი მარჯნის ბოძებს შორის,რომლებიც იზრდებიან ბაღის სიღრმედან.აქ ნახავთ ნებისმიერი თევზს,და დამალულ გამოქვაბულებში კი ახალგაზრდა ზვიგენებს.
შააბ კლაუდია(Shaab Claudia)
რიფი ცნობილია თავისი არაღრმა გამოქვაბულებით,რომლებიც ფორმირებულია მჭიდროდ რიფების ბოძებთან.აქ იმალება უმრავი თევზები,კედლები კი დაფარულია ფერადი გორგონარიებით.
შააბ აბუ გალავა (Shaab Abu Galawa)
ეს რიფი მდებარეობს არა ღრმა წყალში და დაფარულია ლამაზი მარჯნის ბაღებით.მას აქვს ნახევარმთვარის ფორმა.მისი სიგრძე დაახლოებით 500მ. და სიგანე 100მ.რიფის ჩრდილოეთ მხარეს არის ეგვიპტური გემის ნანგრევები.ეს გემი ჩაიძირა დაახლოებით 50 წლეებში.აქ არსებობს ყველა სახის რიფის თევზები.
შააბ ინი (Shaab Ini)
ეს რიფი გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და არის რამდენიმე წუთის მოშორებით შააბ კლაუდია-სგან.რიფის დასავლეთი მხარე დაფარულია რბილი და მყარი მარჯნით, მდიდარია სხვადასხვა ჯიშის თევზით,რომელთა შორის ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ უზარმაზარი ზვიგენები.
შააბ განახი (Shaab Gannah)
ამ რიფის შუა სიღრე დაახლოებით 26მეტრია.აქ არსებობს ბრწყინვალე ხელუხლებელი რიფები.სისტემა შედგება ოთხი დიდი მარჯნის ბლოკებიდან და ქვიშიანი პლატოსგან (26მ. სიღრმე),რომელზეც არსებობს რამდენიმე მცირე ბლოკები.აქ თქვენ გაქვთ დიდი შესაძლებლობა ნახოთ მძინარე ზვიგენები.