ერთდღიანი მოგზაურობა პეტრაში
ერთდღიანი მოგზაურობა პეტრაში
პეტრა – ჩვენი კომპანიის გიდი მოგაკითხავთ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან მარსა ალამში.თქვენ რომ იცნოთ ჩვენი გიდი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით.
პეტრაში შესვლამდე თქვენ უნდა გადაკვეთოთ „სიქის“ კანიონი.როცა თქვენ სიკის ერთკილომეტრიან გრილ კანიონს გადახვალთ, მოსახვევში თვალწინ „საგანძური“ იშლება — დიდებული შენობა ფასადით „ელ-ჰაზნე“, რომელიც უზარმაზარი კლდისგან არის გამოკვეთილი. ეს ნაგებობა პირველი საუკუნისაა. მას აგვირგვინებს ქვის ურნა, რომელშიც თითქოს ოქროსა და ძვირფას ქვებს ინახავდნენ.
არაოფიციალურ რეიტინში პეტრა შედის მსოფლიოს შვიდ საოცრებაში,ხოლო 1985წელს პეტრა შეიყვანეს იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობაში .პეტრას მაცხოვრებლები ქვაზე მუშაობის ოსტატები იყვნენ. თვითონ სახელი „პეტრაც“, კლდეს რომ ნიშნავს, ქვას უკავშირდება. ცნობილი კლდოვანი ტაძარი-მავზოლეუმი ელ-ჰაზნე„ფარაონის საგანძური“, როგორც მას არაბები უწოდებდნენ, II საუკუნეში შეიქმნა — შესაძლოა, იმპერატორ ადრიანეს სირიაში ვიზიტის შემდეგ. ნაგებობის დანიშნულება ზუსტად ჯერ კიდევ არაა დადგენილი.. პეტრას დიდი ტერიტორია უჭირავს. ცენტრიდან კილომეტრებზე იშლება. მთავარი ქუჩა, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მთელი ქალაქის გავლით იშლება, რომაელების ბატონობის დროს გაიყვანეს. მის ორივე მხარეს დიდებული კოლონადაა. ქუჩის ბოლო — დასავლეთით — დიდ ტაძართან მიდიოდა, ხოლო აღმოსავლეთით — ტრიუმფალური თაღით მთავრდებოდა. ედ-დეირი, რომელიც კლდეში გამოკვეთილი მონასტერია — უზარმაზარი შენობაა სიგანით დაახლოებით 50 მ. და სიმაღლით 45 მ. კედლებზე ამოტვიფრული ჯვრები იმას მოწმობენ, რომ რაღაც პერიოდში ტაძარი ქრისტიანული იყო.
როგორც კი დასრულდება მოგზაურობა პეტრაში თქვენ დაბრუნდებით სასტუმროში
ფასში შედის:
- ტრანსფერი სასტუმროდან/ში ან აეროპორტიდან/ში კომფორტული ავტომანქანით.
- ეროვნული ფრენა ჰურგადიდან ტაბაში და ტაბიდან ჰურგადაში.
- გემით მოგზაურობა ტაბა-აქაბა-ტაბა.
- გიდი.
- შესასვლელი ბილეთები.
- მინერალური წყალი და გამაგრილებელი სასმელი.
- სადილი რესტორანში.
ფასში არ შედის:
- გიდის და მძღოლის მომსახურების პროცენტები.
- პირადი ნივთები,კვება,სასმელები და მომსახურება რომელიც არ არის მითითებული პუნკტში ‘’ფასში შედის”.
- ეგვიპტის და იორდანიის ვიზა.